აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოელის, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას ორ კვირაში შეაფასებს.
ტრამპმა ამის შესახებ ამერიკელ რადიოწამყვან ტოდ სტარნსთან ინტერვიუში ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ „საშინელი ომია, ყველაზე უარესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ „ორ კვირაში ეცოდინება.
„და ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს. თუმცა, ვნახოთ“, - დასძინა მან.