თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რომელმაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება "ქართული ოცნებსი' მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.
რუსთაველის გამზირზე ინციდენტი 31 ივლისს მოხდა, პოლიციამ კი ინციდენტში მონაწილე პირები 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.