უკრაინას აბუ-დაბიში, რუსეთთან სამმხრივ მოლაპარაკებებზე, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი პირველი მოადგილე სერჰი კისლიცა, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი და პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია წარმოადგენენ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განაცხადა.
ლიტვინის ინფორმაციით, უკრაინის მომლაპარაკებებელთა ჯგუფის შემადგენლობაში, თანამდებობის პირებთან ერთად, საგარეო დაზვერვის სამსახურის ანალიტიკოსიც იქნება.
რუსტემ უმეროვის განაცხადებით, უკრაინის დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
მისივე თქმით, აბუ-დაბიში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც იქნებიან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის დელეგაციები, ასევე ნატო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლები.
უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან ცალკე საკოორდინაციო შეხვედრებიც გაიმართება.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ძირითად პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნება, პოზიციების შეთანხმება და მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი ნაბიჯების საერთო ხედვის ჩამოყალიბება. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაზღვრა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპა დიპლომატიური პროცესის მონაწილე იყოს“,-– აღნიშნა უმეროვმა.
მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის შეთავაზებისა და უცვლელი მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, აქტიურობისა და შეხვედრებისთვის მზადების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.