ევროპა ზოგადად და კერძოდ პოლონეთი, 2027 წელს უკვე მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
გამოქვეყნებულ პროგნოზთან დაკავშირებით, პოლონეთის მთავრობა „მაქსიმალურად გამოიყენებს მომდევნო ორ წელს პოლონეთში სიტუაციის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტუსკმა იგულისხმა ნატო-ს ახალი მთავარსარდლის, აშშ-ის გენერალ-ლეიტენანტ ალექს გრინკევიჩის ანალოგიური შეფასება, რომელთანაც მან ცოტა ხნის წინ ისაუბრა.
ამ მოსაზრების თანახმად, 2027 წლისთვის რუსეთი და ჩინეთი შეიძლება იმდენად გაძლიერდნენ, რომ შეერთებულ შტატებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კოორდინირებულ დაპირისპირებას შეეცადონ.