რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთს 100-მდე უკრაინულმა დრონმა შეუტია.
მათი მტკიცებით, რუსეთის, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 99 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ჩაჭრეს.
აქედან 36 - ბრიანსკის, 21- სმოლენსკის, 10 - კალუგის, 9-9 - ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქებში. კიდევ 4 ანექსირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს. 2-2 ვორონეჟის, კურსკის ოლქებისა და შავი ზღვის თავზე, თითო-თითო მოსკოვის, ნიჟნი ნოვგოროდის, ორლოვისა და ტამბოვის ოლქებში.