არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და შედეგიც იგივე დგება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გაწონასწორებული, თანმიმდევრულ და ძლიერი პარტია.
„დარწმუნებით ვსაუბრობ, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში დაძაბულობის შემოტანა არის ხელოვნური პროცესი. ამომრჩეველზე მაქვს სწორება, საქართველოს მოქალაქეზე, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა. რა თქმა უნდა, მომხრეები ყველას ჰყავს, მით უმეტეს, „ქართულ ოცნებას“, თუმცა არსებობენ ადამიანი, რომლებიც შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ რაიმე სახით არ გულშემატკივრობდნენ, მაგრამ ნეიტრალურად და სამართლიანად აფასებდნენ მოვლენებს საკუთარი სახელმწიფოს კეთილდღეობის კუთხით. მოქალაქისთვის არის შეთავაზებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან შესაძლებლობები, როგორ უნდა მართონ ქვეყანა, რას აწვდიან სხვადასხვა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, თავისუფალ არჩევანში მას აქვს სრული უფლება, აირჩიოს ვინც უნდა. დღევანდელ რეალობაში თამამად შემიძლია ვთქვა, ერთადერთი გაწონასწორებული, თანმიმდევრული, ძლიერი პარტია არის „ქართული ოცნება“. მიუხედავად იმისა, რომ შიდაპარტიული ცვლილებები ხორციელდება, იცვლებიან სახეები, შეცდომებიც არის და ა.შ. ერთადერთი პარტიაა, რომელიც ითვალისწინებს საკუთარი ამომრჩევლის, ხალხის აზრს, თანმიმდევრულია თავის ხედვებში და აწვდის რეალურ ინფორმაციას საზოგადოებას, ამიტომაც მას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენდა სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ალტერნატივა, არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და შედეგიც იგივე დგება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.