უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის არ სურს თანამდებობაზე 30 ან 35 წლის განმავლობაში დარჩენა, რადგან კარიერის დასრულების შემდეგ მას სხვების და საკუთარი თავის პატივისცემის შენარჩუნება სურს.
„მე პუტინი არ ვარ. მე 30 წლის ან 35 წლის განმავლობაში არ ვიქნები პრეზიდენტი. არ ვიქნები. დამიჯერეთ. და ეს ნიშნავს, რომ მე უნდა გავიარო ეს სამუშაო და შევინარჩუნო პატივისცემა, საკუთარი თავის პატივისცემა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატივისცემის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია მისი ოჯახისა და შვილებისთვის.
„და ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავეხმარო უკრაინას, გავაკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია და რაც შეიძლება საუკეთესოდ“, - თქვა ზელენსკიმ.