ევროკავშირი რჩება მტკიცე, ერთიანი და მზადაა, დაიცვას ჩვენი ინტერესები აშშ-თან სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
„თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა ხელს უწყობს კეთილდღეობას, ქმნის სამუშაო ადგილებს და აძლიერებს მიწოდების ჯაჭვებს. ტარიფები გადასახადებია. ისინი ინფლაციას ზრდიან, გაურკვევლობას ქმნიან და ეკონომიკურ ზრდას აფერხებენ. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს მასშტაბით ძლიერი სავაჭრო პარტნიორობების შენებას. ევროკავშირი რჩება მტკიცე, ერთიანი და მზადაა, დაიცვას ჩვენი ინტერესები, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კომისიის ძალისხმევის სრული მხარდაჭერით, აშშ-თან სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად“, – წერს ანტონიო კოშტა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ელი აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებიდან და მექსიკიდან იმპორტზე 30%-იანი გადასახადი ამოქმედდება.