ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კოპენჰაგენში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდების შეჩერების გამო, ევროკავშირმა უკრაინისთვის საკუთარი დახმარება უნდა გაზარდოს.
ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ აშშ-ის დახმარების შეჩერება ევროკავშირს სიგნალს უგზავნის, რომ მან კიევისთვის საკუთარი დახმარება უნდა გააძლიეროს.
„ჩვენთვის ეს არის მკაფიო სიგნალი, მკაფიო გზავნილი ჩვენივე მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. ეს ეხება ევროპის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას - არა მხოლოდ ევროკავშირის დონეზე, არამედ კონტინენტურ დონეზე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან გაიხსენა, რომ ევროკავშირმა უკვე გამოუყო უკრაინას დაახლოებით 50 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის სახით.
„დანიამ ომის დაწყებიდანვე აჩვენა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება - დაწყებული ძალიან საჭირო არტილერიით, მაგალითად, F-16 თვითმფრინავებით დამთავრებული.
„ჩემი მხრიდან, ახლა მხოლოდ SAFE ინსტრუმენტის გამოყენების რეკომენდაცია შემიძლია. მის ფარგლებში 150 მილიარდი ევროა ხელმისაწვდომი. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხები ან სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და უკრაინაში გადასაცემად, ან ამ თანხების უკრაინის უკიდურესად ეფექტურ თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.