აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) დაფინანსების შეჩერების გამო 2030 წლისთვის, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი დაიღუპოს.
შესაბამისი კვლევა გამოცემა The Lancet-მა ჩაატარა. იუწყება Bloomberg.
მკვლევრებმა გააანალიზეს 2001 წლიდან 2023 წლამდე 133 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის მონაცემები და დაადგინეს, რომ სააგენტოს პროგრამებმა ხელი შეუწყო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში 91 მილიონზე მეტი ადამიანი გადაარჩინა, მათ შორის 30 მილიონი ბავშვი.
კველვის თანახამდ, თუ დაფინანსების შემცირება გაგრძელდება, მხოლოდ 2025 წელს უღარიბეს ქვეყნებში 1.8 მილიონი ადამიანი დაიღუპება. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 14 მილიონამდე გაიზრდება, მათ შორის 4.5 მილიონი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ადმინისტრაციამ 1-ელ ივლისს, ოფიციალურად დახურა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება სააგენტოს არაეფექტურობით და იმით ახსნა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის პრიორიტეტები აშშ-ის ეროვნული ინტერესების გატარებაა.