რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს. პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რაჰმან მუსტაფაევის დაბარება ბაქოში "არამეგობრულ ქმედებებსა და ჟურნალისტების უკანონო დაკავებას უკავშირდება".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბაქოში, რუსული საინფორმაცია სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში პოლიცია შევიდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა დააკავეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომელიც სააგენტო „სპუტნიკში“ მუშაობდა.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსი დიპლომატები ჟურნალისტებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.