რუსებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, დაიღუპა ორი და დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
ოდესის მერის გენადი ტრუხანოვის ცნობით, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი ცხედრები მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ კიპერის თქმით, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ცნობით, რუსეთმა დარტყმა მიიტანა 21-სართულიან საცხოვრებელ სახლზე. ხანძარი გაჩნდა მე7, მე-8 და მე-9 სართულებზე.