ევროსაბჭოში გამართული დებატების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს დემოკრატიულ კრიზისზე. ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. როგორც პოლიტიკოსმა თქვა, დებატებში ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ ხელით რუსული გავლენის ქვეშ ექცევა.
"ევროსაბჭოში ერთხმად ითქვა, რომ საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფოს რუსული დაპყრობა მმართველი პარტიის ხელით,"- თქვა ეგელიამ და აღნიშნა, რომ დასავლეთმა კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ქართველი ხალხის დემოკრატიული ინტერესები დაცული იყოს.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი და დაუყოვნებელი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო:
„ყველამ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,“ - განაცხადა გეგელიამ.