ირანმა ოფიციალურად აღიარა, რომ აშშ-ის მიერ დარტყმების შედეგად ქვეყნის ბირთვულ ობიექტები სერიოზულად დაზიანდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელმა საჰაერო დარტყმებმა ირანის ბირთვულ ობიექტებს „მნიშვნელოვანი და მძიმე“ ზიანი მიაყენა. იუწყება CNN.
თეირანის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შემდგომი წვდომის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა ეროვნული უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს.
განცხადება ირანის პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვის ფონზე გაკეთდა, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას შეჩერებას ითვალსიწინებს.
ამან შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაართულოს ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო კონტროლი.
ამასთან, აშშ-ის სამხედრო ძალებმა იმავე დღეს გამოაქვეყნეს ინფორმაცია ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე სამი დარტყმის შესახებ.
თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რამდენად იქონიეს გავლენა ამ ქმედებებმა თეირანის ურანის გამდიდრების ან დაზიანებული ობიექტების აღდგენის შესაძლებლობებზე.
არაღჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის მომავალი უმაღლეს დონეზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მან ასევე მიანიშნა, რომ ირანის რეაქციას აშშ-ის ქმედებებზე შეიძლება ჰქონდეს როგორც დიპლომატიური, ასევე შიდა პოლიტიკური შედეგები.