ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ თეირანი წყვეტს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA). ამისშეახებ გამოცემა The Times of Israel არაღჩის სიტყვით გამოსვლაზე დაყრდნობით იუწყება.
არაღჩის თქმით, ირანის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შემდგომში საბოლოოდ დაამტკიცა ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭომ, რის შემდეგაც მან სავალდებულო შესრულების სტატუსი შეიძინა.
„[პარლამენტის მიერ] და დღეს გუშაგთა საბჭოს მიერ დამტკიცებული კანონპროექტი... ჩვენთვის სავალდებულოა და მის განხორციელება ეჭვქვეშ არ დგას. ამიერიდან ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა [IAEA-სთან] ახალ ფორმას მიიღებს“, - განაცხადა არაღჩიმ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ამჟამად არ აქვს ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ წლებით თუ მხოლოდ თვეებით შეაფერხა ისრაელისა და აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანის ბირთვული პროგრამა.