პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის ომის კონტექსტში რუსეთის ეკონომიკის მილიტარიზაცია ლეონიდ ბრეჟნევის დროს საბჭოთა კავშირის გვიანდელ პერიოდს შეადარა.
„პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ბრეჟნევის გზას დაადგა. მან [პუტინმა] თავად თქვა ერთხელ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რადგან ის ძალიან ბევრს ხარჯავდა შეიარაღებაზე და ახლა ის ზუსტად იგივეს აკეთებს, - განაცხადა სიკორსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღების გაზრდის ფონზე, დასავლეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის.
„ის ძალიან ძვირადღირებულ ომს აწარმოებს... მთელი დასავლეთი იმდენად შეაშინა, რომ თავდაცვის ხარჯებს ზრდის. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ პუტინი გვემუქრება. ეს ნიშნავს, რომ პუტინს ტეხასის ზომის ეკონომიკიდან პუტინს კიდევ უფრო მეტი თავდაცვითი თანხის გამოწურვა მოუწევს. ვიმედოვნებ, რომ იგივე შედეგით [როგორც სსრკ-ში], მაგრამ უფრო სწრაფად“, - თქვა სიკორსკიმ.