„ლელოს“ წევრებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების დაკავება.
შეხვედრა პარტიის ოფისში გაიმართა. „ლელოდან“ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დავით უსუფაშვილი, თაზო დათუნაშვილი, გიორგი სიორიძე და საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მათ ორი წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს.