აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონისთვის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავება მიუღებელ „წითელ ხაზს“ წარმოადგენს, რამაც შესაძლოა რეგიონის მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ უიტკოფმა CNBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტმა უიტკოფს ჰკითხა აშშ-ის მიერ მომავალში პოტენციური „ბირთვული შეთანხმების“ დაგეგმვის შესახებ და ამ შემთხვევაში „წითელი ხაზი“ არის თუ არა ირანელების მიერ ურანის გამდიდრების ხელახლა მცდელობა.
„ეს რა თქმა უნდა, წითელი ხაზია. დიახ. ეს ყოველთვის წითელი ხაზი იყო. გამდიდრება წითელი ხაზია და გამდიდრების მიღმა, იარაღის შექმნა წითელი ხაზია. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ იარაღის შექმნა“, - ხაზგასმით აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
უიტკოფმა ხაზი გაუსვა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მაშინ ყველას დასჭირდება ბომბი და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ეს მთელი რეგიონისთვის კარგი იქნება“, - დაასკვნა მან.