აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასთან და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებასთან დაკავშირებით. სახდეპის განცხადებას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით.
ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი", - განუცხადეს ფორმულას აშშ-ის სახდეპში.