Reuetrs-ის ცნობით, დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი.
შემთხვევა დუეილას უბანში მდებარე ელიას ეკლესიაში მოხდა.
"თვითმკვლელმა შეიარაღებულმა პირმა ააფეთქა ასაფეთქებელი ქამარი წმინდა ელიას ეკლესიის შიგნით, დამასკოს დუეილას რაიონში". - აცხადებს სირიის სახელმწიფო ტელევიზია.
2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს დამასკოში მომხდარი პირველი ასეთი თავდასხმაა.