ბრაზილიაში, ჰაერში აეროსტატს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა. დაიღუპა სულ მცირე რვა ადამიანი.
არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დადასტურებულა. საჰაერო ბურთის კალათაში სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა.
ინციდენტი სანტა კატარინას შტატში, შაბათს, 21 ივნისს, დილით მოხდა.
ფრენა პრაია გრანდეს თავზე განხორციელდა, რომელიც ცნობილია, როგორც „კანიონების დედაქალაქი“ და „საჰაერო აეროსტატის დედაქალაქი“.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რონელშიც ჩანს როგორ იწვის ბურთი და ვარდება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.