უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 20 ადამიანის ცხედარი, რომლებიც უკრაინულ მხარეს, როგორც უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებად გადასცეს, რუსებს ეკუთვნით.
„თუმცა გვითხრეს, რომ ესენი მხოლოდ უკრაინელები და მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. მაგრამ ეს უკვე დაფიქისრებული ტყუილია. ზოგჯერ ამ ცხედრებს რუსული პასპორტებიც კი აქვთ. მათ არც კი შეუძლიათ შეამოწმონ, ვის აგზავნიან. ჩვენ ნამდვილად გვსურს ჩვენი ყველა მეომრისა და ჩვენი გმირების ცხედრების დაბრუნება. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა „რუსების“ დაბრუნება მხოლოდ ციფრების გამო,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სუმის ოლქის ოკუპაცია რუსებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
„სუმის ოლქში არსებული სიტუაცია „რუსებისთვის“ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მათ სურთ სუმისა და ხარკოვის ოლქებში წარმატების „გაყიდვა“. რადგან თუ შესაბამისი წარმატება არ იქნება, პრეზიდენტი ტრამპი სანქციებით მათზე ზეწოლას მოახდენს. ამ კვირის განმავლობაში ისინი სუმის მიმართულებით 200 მეტრით წინ წავიდნენ, ჩვენ კი ისინი 200-400 მეტრით უკან დავხიეთ. ყველა ბომბის 23%, ყველა დარტყმა, რომელიც ფრონტზეა, სუმის მიმართულებაზე მოდის. ძირითადად ბომბები და ჩრდილოეთ კორეის რაკეტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ფიქსირდება.
დნიპროს ოლქი - დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების ორი, სამი, ოთხი ადამიანი გამუდმებით ცდილობს გარღვევას. თუმცა, ჯერჯერობით მათ იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.