თავაწეული წავიდა „უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნელად“ და იპოვის...და ისევ დაუკრავს და იმღერებს, - ასე ეხმიანება რეჟისორი ლანა ღოღობერიძე 21 წლის მათე დევიძისადმი 4 წლით და 6 თვით ციხეში გაშვებას სოციალურ ქსელში.
"თავაწეული წავიდა "უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნელად".
და იპოვის. და ისევ დაუკრავს და იმღერებს.
და იტყვის, თუ დაწერს კიდევ ბევრ ბრნულ და მართალ სიტყვას.
ეს საოცარი, ნათელღიმილიანი ბიჭი, რომელმაც ერთხელ, ძალადობისგან სხვათა დასაცავად, მოიქნია დროშის ტარი, რომელიც არავის არ მოხვედრია - ამ ამბავში ხომ დაზარალებულიც არ არსებობს!
მათე დევიძე დღეს უსამართლობასთან მედგრად ბრძოლის, გაუსაძლისის გაძლების, კეთილშობილების და, რაც მთავარია, სიმართლის გამარჯვების სიმბოლოა. ისევე, როგორც სხვა სინდისის პატიმრები. ისევე, როგორც ასეთივე მოღიმარი, მშვიდი და მედგარი მზია ამაღლობელი.
მათე იპოვის სინათლეს, დაბრუნდება და ისევ დაუკრავს და იმღერებს.
მთავარია, ჩვენ არ ჩამოვყაროთ ხელები. არ დავკარგოთ გამარჯვების რწმენა.
სხვა თუ არაფერი, ამას სინდისი პატიმრების და მათი მშობლების არნახული სიმაგრე და სილაღე გვავალდებულებს. ამიტომაც უნდა დავძლიოთ ყველაფერი, რაც გვთიშავს, და ერთად, მძლავრი ეროვნული სულისკვეთებით ვიბრძოლოთ საერთო მიზნის მისაღწევად" - წერს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.