ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია „დასრულებულისგან შორსაა“. ამის შესახებ The Wall Street Journal-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა. მისი თქმით, ოპერაცია, სავარაუდოდ, 14 დღეს გაგრძელდება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ემთხვევა ანალიტიკოსების შეფასებას, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დარტყმების ერთი ტალღა ვერ მიაღწევს საკმარის ზიანს ირანის ბირთვული პროგრამისთვის და ყურადღება გაამახვილეს ისრაელის ყოვლისმომცველ მიდგომაზე, რომელმაც ერთდროულად დაარტყა ირანის ობიექტებს, სარდლობას და არსენალებს, რათა შეეზღუდა საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ოპერაცია გაგრძელდება. წერს გამოცემა The Times of Israel.
„ჩვენ სტრატეგიული შესაძლებლობების ფანჯარაში ვართ. ჩვენ მივაღწიეთ იმ წერტილს, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია და სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ახლავე ვიმოქმედოთ“, - განაცხადეს ისრაელელმა სამხედროებმა.