პარტია "გახარია საქართველოსთვის" მათე დევიძისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
"დღეს, 21 წლის მათე დევიძეს მურუსიძის სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ დროს კი, არც ერთი ნიღბიანი მოძალადე, რომელიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ, არ დასჯილა; ქვეყანას უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო ახალგაზრდები ტოვებენ.
დღეს „ოცნების“ დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ.
უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე აუცილებლად დაისჯება. ვერავინ შეძლებს ამ მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!
თავისუფლება მათე დევიძეს! სოლიდარობა და გამძლეობა მის ოჯახს".