7 ივნისს, შაბათს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა კურსკის მიმართულებით წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც რუსული სუ-35-ის ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
„ერთად გამარჯვებისკენ!“ - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების Telegram-ის ოფიციალურ გვერდზე.
სხვა დეტალები არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, 1-ელ ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სპეცოპერაცია სახელწოდებით „ობობის ქსელი“, რომლის შედეგადაც ოთხ რუსულ აეროდრომზე 41 ბომბდამშენი განადგურდა.