მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ UEFA -ს ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის ფინალი გაიმართა.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდა.
პირველი ტაიმი პარიზელთა გამარჯვებით 2:0 დამთავრდა.
„პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერის“ წინააღმდეგ აშრაფ ჰაკიმის გოლით დაწინაურდა.
პარიზელთა მეორე გოლი 19 წლის დეზირე დუემ გაიტანა.
მეორე ტაიმში, 63-ე წუთზე 19 წლის დეზირე დუემ იტალიურ გუნდს მეორე გოლი გაუტანა.
72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის „ინტერს“ გაუტანა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავი გოლით გამოიჩინა. 87-ე წუთზე „ინტერის“ კარში მეხუთე გოლის ავტორი შეცვლაზე შესული სემი მაიულუ გახდა და მან შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერი“ 5:0 დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.