“წულუკიანის კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება საერთაშორისო არენაზე, რაც ვიხილეთ გუშინ გაერო-ში, სადაც გამოყენებულ იქნა ამ ე.წ. კომისიის საქმიანობა, რაც მიუთითებს იმ მოღალატეობრივ ბუნებას, რომელიც გააჩნია ივანიშვილის რეჟიმს,” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოს და დასავლეთის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა. ამ განცხადებაში “ოცნება” ამბობდა რომ ომი 2008 წელს სააკაშვილმა დაიწყო დასავლეთის დავალების შესაბამისად, რასაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა;
“როგორც აღვნიშნავდით, წულუკიანის შექმნილი კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება საერთაშორისო არენაზე და ამის მკაფიო გამოხატულება ვიხილეთ, როდესაც უმაღლეს ტრიბუნაზე, გაეროს ტრიბუნაზე გამოყენებულ იქნა სწორედ ამ ე.წ. კომისიის საქმიანობა და ივანიშვილის გუნდის განცხადებები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რაც მიუთითებს იმ მოღალატეობრივ
ბუნებას, რომელიც გააჩნია ივანიშვილის რეჟიმს და იმ აუცილებლობას, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოვახდინოთ, რადგან ეს რეჟიმი ქვეყანას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა