საქართველოს პრემიერ-მინისტრს თუ საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ?, - ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირს შეადარა.
ლუაზოს თქმით, ასეთი რამ ევროკავშირში არ ხდება.
“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თუ საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ? ასეთი რამ ევროკავშირში არ ხდება. და, სხვათა შორის, ის არ იყო ვითომ რომ მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, სანამ აზრი არ შეიცვალა და საქართველოს მომავალი არ მოიპარა?”, - წერს ლუაზო.