რუსმა ოკუპანტებმა კიევზე „ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებით დარტყმა სცადეს, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კერძოდ, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის სარაკეტო ძალებია კონცენტრირებული.
„რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის რაიონიდან რუსეთის ჯარების 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფმა უკრაინის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა სცადა. სავარაუდოდ, კიევზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში..
ამის პარალელურად, ეფექტური დამატებითი დაზვერვის წყალობით და შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამიზნეებზე წარმატებით განხორციელდა იერიში.
„ერთი რუსული რაკეტმტყორცნი აფეთქდა და კიდევ ორი, სავარაუდოდ, დაზიანდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დარტმის შედეგები ზუსტდება.
როგორც გენერალური შტაბი ხაზს უსვამს, უკრაინელი დამცველების ეფექტურმა და დროულმა საბრძოლო მუშაობამ შესაძლებელი გახადა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება.