საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
კობახიძის თქმით, ახალი თაობა კიდევ მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში.
„ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას. ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება. ყველას გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, ნათელ მომავალს, საკუთარი მიზნების, ოცნებების რეალობად ქცევას და საინტერესო, მრავალფეროვან ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.