საუბარია გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ მართლა სახალხო არჩევნები ჩატარდეს და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა, – ამის შესახებ ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად შედგა, ასე ვთქვათ, გარკვეულად, ერთობა და ძალიან საინტერესო იყო. წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა პარტია, მაგრამ კარგი ის არის, რომ სამოქალაქო სექტორი, მოქალაქეები არიან მოსული და ძალიან საინტერესო იყო. ვერ გეტყვით, რომ რაიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მუშაობის პროცესია. ხელისუფლება არჩევნებზე როდესაც საუბრობს, ბუნებრივია, ადამიანები კითხვას სვამენ, მათ პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები? ხომ ვხედავთ, რასაც აკეთებენ, ამას არ სჭირდება დიდი ოპოზიციონერები, მიხვდე, რომ ხელისუფლება მკვეთრად დაპირისპირებულია დასავლეთთან. ამიტომ ახლა ვკითხულობ, რა დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი? ბრეჟნევიც ატარებდა ასე არჩევნებს, ამიტომ, ამაზე მიდის ზუსტად მსჯელობა. ხელისუფლება როდესაც საუბრობს, რომ ემზადება არჩევნებისთვის, ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რა დემოკრატიაზეა საუბარი, ყოველ წამს ვიღაცას იჭერენ, სასამართლო არ არის თავისუფალი, დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს, რაღაც უხერხული ვითარებაა და რა არჩევნებზეა საუბარი? საუბარია გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ მართლა სახალხო არჩევნები ჩატარდეს და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა. ეს არ არის ბოლო, გადაწყვეტილი, ზუსტად ამიტომ არის შეხვედრები. დღეს მესამე შეხვედრაა. ვფიქრობ, ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა იყო დღეს. უფრო გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას, არ შეიძლება, შეჰყვე არჩევნებში, რადგან ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.