რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს.
„რუსული მხარე აგრძელებს მზადებას მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც ხუთშაბათს არის დაგეგმილი“, - თქვა მან.
პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი ამ ეტაპზე არ გეგმავს სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის შეხვედრასთან დაკავშირებით სხვა კომენტარების გაკეთებას.
შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ პირადად დაელოდება ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს.