უნდათ, რომ 26 მაისი იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად გაიხლიჩოს - ჩვენ ამის საშუალებას „დიფ სთეითს“ არ მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება არის, რომ არაფერი არ უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას, მათ შორის სადღესასწაულო თარიღებიც კი.
„დიფ სთეითის დაკვეთაა, რომ უნდა გახლიჩონ საზოგადოება. თქვენ გახსოვთ, თარიღებთან დაკავშირებით როგორი დისკუსია გამართეს. თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს, ომის დაწყების თარიღს და შემდეგ უცებ გადაერთნენ 7 აგვისტოზე. შობა უნდა აღინიშნოს არა 7 იანვარს, არამედ, 25 დეკემბერს და ა.შ. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება. არაფერი არ უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას. თარიღებიც კი, დღესასწაულებიც კი. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქაც - 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად უნდა გაიხლიჩოს. ჩვენ ამის საშუალებას „დიფ სთეითს“ არ მივცემთ. ყველას, ვინც სხვა დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ“, - განაცხადა პრემიერმა.