აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მწვავედ გააკრიტიკა რესპუბლიკელი სენატორები საზღვრის უსაფრთხოებისა და უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების შესახებ ორპარტიული შეთანხმების დაბლოკვის გამო.
"არასდროს მიფიქრია, რომ კაპიტოლიუმზე ვნახავდი ისეთს, რაც ახლა ხდება", - თქვა ბაიდენმა CNN-ის ცნობით.
ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპი ურეკავდა სენატორებს და კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შურისძიებით ემუქრებოდა.
"რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს შეთანხმებას, რადგან მათ დონალდ ტრამპმა დაურეკა და დაემუქრა", - თქვა ბაიდენმა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა კანონპროექტი და მოუწოდა რესპუბლიკელებს, არ წასულიყვნენ კომპრომისებზე საზღვრების დაცვის საკითხზე.
შეგახსენებთ, 7 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე შეერთებული შტატების სენატში ჩავარდა ორპარტიული კანონპროეტი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.