უკრაინის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომი დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა ტელეგრამ-არხზე განაცხადა.
ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს ოპერაციის შესრულებისთვის.
„იცოდით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში შედის სევასტოპოლის 204-ე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადა? ასე რომ, მისი რეგულარული ბაზა ბელბეკის აეროდრომია!
უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში თავიანთ აეროდრომზე. ამასთან, მადლობა ყველას, ვინც შეუერთდა ყირიმის გაწმენდას რუსული ყოფნისაგან!“ - წერს ოლეშჩუკი.
ის ასევე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს როგორ ხვდება რაკეტა სახმელეთო სამიზნეს და ფეთქდება.