ევროპულმა ინსტიტუტებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება უკრაინას სულ მცირე 21 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიონ.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ყველა ჩვენგანმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ევროპულმა ინსტიტუტებმა უკრაინას ამ დრომდე 28 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა მივაწოდეთ. ეს არ არის პროგნოზები და მოლოდინები, ეს არის რეალობა", - განაცხადა მან.
ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრთა შეხვედრაზე ჰკითხეს წლევანდელი ვალდებულებების შესახებ.
„წევრი ქვეყნების მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, საუბარია 21 მილიარდ ევროზე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, რომელიც შედის 2024 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა ბორელმა.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მინიმუმი, რადგან ცალკეულ წევრ ქვეყნებს ჯერ არ წარმოუდგენიათ მხარდაჭერის მაჩვენებლები.
„მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ 21 მილიარდზე ამ წლისთვის, წინა ორი წლის 28 მილიარდთან შედარებით“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.