რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ 207 სამხედრო და სამოქლაქო პირი დაიბრუნა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Instagram-ზე წერს.
„ჩვენები სახლში არიან. 207. ჩვენ მათ სახლში ვიბრუნებთ, ყველაფრის მიუხედავად. გვახსოვს თითოეული მათგანი ტყვეობში. სამხედროები და მშვდობიანი მოქალაქეები. ყველა უნდა დავიბრინოთ. ამაზე ვმუშაობთ“, - წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, ტყვეობიდან უკრაინელების გათავისუფლება უკრაინის შესანიშნავი გუნდის დამსახურებით მოხდა.
„ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, კლიმენკო - ყოჩაღ!“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.