უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რუსეთის შეტევა, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, მალე დამთავრდება და შემდეგ უკრაინის იეიში დაიწყბა.
„ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის შეტევითი მოქმედებები, რომელიც დაიწყო 2023 წლის ნოემბერში. ამ დროისთვის უკვე ორთვენახევარია გრძელდება. შედეგს თქვენ თვითონ ხედავთ. იმის თქმა, რომ მათთვის ეს დიდი შედეგებია, ნამდვილად არ იქნება მართალი. სამწუხაროდ, მათ მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს ველზე და ეს მოხდა ავდიივკასთან“ - განაცხადა ბუდანოვმა ტელემარათონის ეთერში.
მაგრამ, მისი თქმით, ეს ის არ არის, რისი იმედიც რუსებს ჰქონდათ. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ოკუპანტებს სურდათ რაც შეიძლება სწრაფად მიეღწიათ ბარიერულ ხაზთან მდინარე ჩორნი ჟერებეცის გასწვრივ ხარკოვის რეგიონში და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან, მაგრამ მისი თქმით, ახლა ამასთან ახლოსაც კი არაფერია.
"თუმცა მათი შეტევა ჯერ კიდევ გრძელდება. სადღაც გაზაფხულის დასაწყისში ის მთლიანად დაიწრიტება... ახლა მტრის სვლაა. ის დასრულდება და, ვფიქრობ, ჩვენი დაიწყება", - აღნიშნა ბუდანოვმა.