მოლდოვის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს მიხაი პოპშოის რუსეთში შესვლა აეკრძალა. იუწყება NewsMaker.
პოპშოის თქმით, ამ სიაში ის ჯერ კიდევ ზაფხულში მოხვდა, როდესაც პარლამენტის დეპუტატის იყო.
პოპშოიმ აღნიშნა, რომ მან არ იცის ვინ შეადგინა რუსული აკრძალვების სია, მაგრამ ვარაუდობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შეეძლოთ "გარკვეული როლი" ეთამაშათ ამაში.
„საინტერესო იქნება კრემლს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნაზე რა რეაგირება ექნებათ. ეს მათი საქმეა, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაგრამ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, დიპლომატები, მიუხედავად ქვეყნებს შორის უთანხმოებისა, მუშაობენ დიალოგის დამყარებაზე და მათ უნდა ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა და უფლება“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა რჩება თავის პოზიციაზე - „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და მეზობლებს ამ ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა პოპშოიმ.