ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან არ გაიყვანს ისრაელის ჯარს და არ გაათავისუფლებს ათასობოთ პალესტინელ პატიმარს ციხეებიდან, ვიდრე ისრაელი ყველა მიზანს და საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწვს.
”მე მესმის განცხადებები სხვადასხვა გარიგების შესახებ, ამიტომ მინდა ნათლად განვაცხადო: ჩვენ არ დავასრულებთ ამ ომს, ვიდრე მისი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული. ეს ნიშნავს „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი გატაცებული მძევლის დაბრუნებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის. ჩვენ არ გამოვიყვანთ არმიას ღაზის სექტორიდან და არ გავათავისუფლებთ ათასობით ტერორისტს. ეს არ მოხდება", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ღაზის სექტორში ამ დროისთვის სავარაუდოდ, 130 ისრაელელი მძევალი იმყოფება.