უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს დაფინანსებას დათანხმდეს, თუ ევროკავშირი დახმარებას ყოველწლიურად დაამტკიცებს.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა, მისი თქმით, უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაგრძელება უნდა მოხდეს ყოველწლიურად, ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
უნგრეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდი ქვეყნის გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას. და ამ ყოველწლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორიც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი. სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთი ქვეყანას ესმის ან ისეთ ინტერპრეტაციას უკეთებს, თითქოს ეს ყოველწლიური შანტაჟის საშუალებაა {უნგრეთისთვის}... მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ საქმე ეხება არა ვეტოთი შანტაჟს, არამედ ევროკავშირის ერთიანობის აღდგენას და შენარჩუნებას", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხზე, რომელსაც უნგრეთი ბლოკავს, ევროკავშირის ლიდერებმა 1 თებერვლის სამიტზე უნდა იმსჯელონ.