უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონებითა და საზენიტო რაკეტებით შეუტია. მტრის მიერ გაშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 15 გაანადგურა.
„უკრაინის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 15 დრონი გაანადგურეს მიკოლაივის, სუმის, ჩერკასკის, კიროვოგრადის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვის, ხერსონისა და კიევის ოლქებში. მტერმა დრონების ნაწილი გაუშვა ფრონტისპირა ტერიტორიებზე ენერგეტიკული სექტორის ინფრასტრუქტურაზე, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე დარტყმის მიზნით ფრონტის ხაზთან და რუსეთთან სახელმწიფო საზღვართან“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს S-300 ტიპის რაკეტებით მირნოგრადის, ლისოვკას, დონეცკის და მუზიკოვკას, ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.