რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 21 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, უკრაინული დრონები ჩამოაგდეს ანექსირებულ ყირიმში, ასევე რუსეთის ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგისა და ტულის ოლქებში.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, 11 დრონი განადგურდა ყირიმის თავზე, ხუთი ბელგოროდში, სამი ბრაიანსკში, ერთი კალუგისა და ერთი ტულას რეგიონში.
კალუგის ოლქის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაფშამ განაცხადა, რომ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კალუგის გარეუბანში მდებარე შენობის სახურავზე დაეცა.