ტელეგრამ-არხები და პოლიტიკოსების ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის სავარაუდო გადაყენების შესახებ იუწყებიან, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ბრძანება არ არსებობს.
ამასთან, კრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო „ტელეგრამზე“ წერს, რომ ზალუჟნის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არსებობს. ზალუჟნის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა“, – წერს გონჩარენკო.