29 იანვარს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ და შეერთებული შტატების ელჩმა ჩეხეთში ბიან საბეთმა ხელი მოაწერეს ჩეხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს F-35 თვითმფრინავების შესყიდვის თაობაზე.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს შესყიდვა გაზრდის ჩეხეთის არმიის საბრძოლო ეფექტურობას.
მოსალოდნელი იყო, რომ მემორანდუმს აშშ-ის მხრიდან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მოაწერდა ხელს, თუმცა მისი ავადმყოფობის გამო ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა 5,62 მილიარდი დოლარის ღირებულების 24 უახლესი თაობის F-35 მოიერიშე თვითმფრინავის შეძენა, რაც ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვის შესყიდვაა ქვეყნის ისტორიაში.