რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირა.
რუსული მედიის ინფორმაციით, კომისიამ პუტინის დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.
ახლა უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 4 საპრეზიდენტო კანდიდატია დარეგისტრირებული. მანამდე დარეგისტრირდნენ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლონიდ სლუცკი, დუმის ვიცე-სპიკერი, პარტია "ახალი ხალხის" წევრი ვლადისლავ დავანკოვი, დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან ნიკოლაი ხარიტონოვი.
როგორც იუწყებიან, პუტინის საარჩევნო შტაბმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად რეგისტრირებისთვის საჭირო 315 ათასი ხელმოწერა წარადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე წლის 15-დან 17 მარტამდე გაიმართება.