შეერთებული შტატების მთავრობამ საბერძნეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა 8.6 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების თაობაზე.
გარიგების თანახმად, საბერძნეთს უნდა გადაეცეს 40 ერთეული F-35-ტიპის ავიაგამანადგურებელი, მათთან დაკავშირებულ აღჭურვილობასთან ერთად.
საბერძნეთი მოელის, რომ მომავალ კვირას მიიღებს თანხმობის წერილს შეერთებული შტატებისგან ვიაგამანადგურებლების მიყიდვის თაობაზე.
საბერძნეთმა შეერთებულ შტატებს ავიაგამანადგურებლების შესყიდვის მოთხოვნა 2022 წლის ივნისში გაუგზავნა.
ათენი იმედოვნებს, რომ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება 2027-2028 წლებში განხორციელდება.
ნატოს წევრი საბერძნეთის თავდაცვის ბიუჯეტი აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, როგორც ამას ალიანსი მოითხოვს.