აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების მიზნით „შემდეგი ნაბიჯების არსებითი გეგმები“ განიხილეს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება Axios.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ომის დასრულებისკენ მიმართული წინადადებები, ხოლო შემუშავებული გეგმების შესახებ დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.
შეხვედრას უიტკოფისა და კუშნერის გარდა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის მხარე 6 სექტემბერს კიევში ისეთივე პროდუქტიულ შეხვედრას ელოდება.
პუტინთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. კრემლის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით, ამერიკელმა წარმომადგენლებმა უკრაინის ომის მოგვარების შესაძლო გზებთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა წარმოადგინეს, თუმცა კონკრეტული წინადადებების დეტალები არ გაუჟღერებიათ.