პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქსონია-ანჰალტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმიანება.
„პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებით გახარება. ასეთი ადამიანები „კონფედერაციასა“ და „კანონისა და სამართლიანობის“ (PiS) პარტიაში საკმაოდ ბევრნი არიან“, - წერს ტუსკი.
დღესმ გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე საქსონია-ანჰალტის მხარეში გამართულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ARD-ის ეგზიტპოლების მიხედვით, AfD-მ ხმების დაახლოებით 44.5% მიიღო, რითაც 2021 წლის არჩევნების შედეგი - 20.8%, ორჯერ მეტით გააუმჯობესა. მეორე ადგილზე გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) გავიდა დაახლოებით 18.5%-ით.